ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასტრონავტებმა სადგურის შეკეთება დაიწყეს


ნივთიერება ამიაკი სადგურის ელექტროსადენების გასაგრილებლად გამოიყენება

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი კოსმოსურ სივრცეში გავიდა და დაზიანებული სადგურის შეკეთება დაიწყო. ამერიკელი ასტრონავტები კრის კესიდი და ტომ მარშბურნი ცდილობენ დაადგინონ, თუ რომელი ადგილიდან ხდება ნივთიერება ამიაკის გაჟონვა.

საერთაშორისო სადგურზე მყოფმა კოსმონავტებმა გუშინ დედამიწას აუწყეს, რომ სადგურის სტრუქტურაზე თეთრი ლაქები შეამჩნიეს. მათ დასაფიქსირებლად კოსმონავტებმა ვიდეოკამერები გამოიყენეს. ნასას განცხადებით, საერთაშორისო კოსმოსური სადგური ნორმალურად ფუნქციონირებს. ნივთიერება ამიაკი სადგურის ელექტროსადენების გასაგრილებლად გამოიყენება.
XS
SM
MD
LG