ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა სირიაზე


ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა სირიაზე
ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა სირიაზე

ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა სირიაზე, რომელიც სულ უფრო მეტ შეიარაღებას და მათ შორის ტანკებს იყენებს ოპოზიციის გამოსვლების ჩასახშობად.

დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა შედგება, რომლზეც დაგმობენ სირიის ხელისუფლების მოქმედებას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით ევროკავშირის ხუთმა სახელმწიფომ გამოიძახა სირიის ელჩები საკუთარი პროტესტის გამოსახატად.

ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების შესაძლებლობას განიხილავს. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა სირიის პრეზიდენტს ბაშირ ალ-ასადს მოუწოდა შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა და დაგმო დემონსტრანტების წინააღმდეგ ტანკების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, რამაც ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

სირიაში საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან 400 მეტი ადამიანი დაიღუპა. 500-მდე აქტივისტი კი ხელისუფლებამ დააპატიმრა.

XS
SM
MD
LG