ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ICC" ავღანეთში ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულებს გამოიძიებს


ავღანეთის კონფლიქტში ომის დანაშაულების შესახებ გამოძიება დაიწყება. გადაწყვეტილება ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა.

პროკურორ ფატუ ბენსუდას სურს 2001 წელს ომის დაწყებიდან დღემდე, კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის მოქმედება შეისწავლოს, რაშიც როგორც ამერიკის და ავღანეთის შეიარაღებული ძალების, ასევე თალიბანის მებრძოლების მოქმედებები შევა.

შეერთებული შტატები არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი. შესაბამისად, ამერიკა არ აღიარებს მის უფლებამოსილებას ამერიკის მოქალაქეებზე.

გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, რომელიც ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებებს იძიებდა, ქვეყანაში შესასვლელი ვიზა გაუუქმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG