ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითელი ჯვარი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს


წითელი ჯვარი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს
საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი ჰუმანიტარული მიზნით სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. ამასობაში სირიის მთავრობის ტანკებმა და ჯარმა ქალაქი ჰომსი ალყაში მოაქცია. ოპოზიციური ძალების საყრდენი ქალაქი უკვე ორი კვირაა იგერიებს საარტილერიო დარტყმებს. ჟენევაში ბაზირებული წითელი ჯვრის ორგანიზაციის პრესსპიკერის კარლა ჰადადის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც სირიის ოფიციალურ პირებთან, ისე მეამბოხეებთანაც, რათა მოხერხდეს დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა.

XS
SM
MD
LG