ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებმა სინაგოგაში დაღუპულებისთვის ილოცეს


კვირას, ათასობით სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენელი შეიკრიბა პიტსბურგში გამართულ ერთობლივ ლოცვაზე. ადგილობრივ სინაგოგაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავყრილობაზე, რელიგიური და სამოქალაქო ლიდერების მთავარი გზავნილი იყო ტოლერანტულობა, ერთობა და მტკიცედ დგომა სიძულვილის წინააღმდეგ.

დანაშაულში ეჭვმიტანილი, 46 წლის რობერტ ბოუერსი ფედერალური სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება. მას 29 ბრალდება აქვს წაყენებული, რომელთა შორის ზოგი სასჯელის უმაღლეს ზომას, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ 70-იანი წლების შემდეგ ამ მასშტაბის თავდასხმა ამერიკელ ებრაელთა წინააღმდეგ არ მომხდარა. პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში "სიცოცხლის ხე" მომხდარ მასობრივ მკვლელობაში 11 ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG