ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ფიქრობს, მოთხოვოს თუ არა უცხოელ სტუდენტებს ვიზის ხელახლა აღება


აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი განიხილავს წინადადებას, რომლის თანახმადაც აშშ-ში შემომავალ 1.4 მილიონ უცხოელ სტუდენტს სასწავლო ვიზის ხელახლა აღებას მოთხოვს, რათა მათ წლიდან წლამდე სწავლა განაგრძონ ამერიკაში.

ეს ინიციატივა ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების გეგმის ნაწილია და სტუდენტების მეტ მონიტორინს ითვალისწინებს, წერს გავლენიანი გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი."

გაზეთის პუბლიკაციაში მოხმობილია ორი ადამიანის ციტატა, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ გეგმის განხორციელებას მარეგულირებელი ცვლილებების შემოტანა დასჭირდება, რაც სავარაუდოდ, 18 თვეს გასტანს. "ვაშინგტონ პოსტი" არ აზუსტებს მათ ვინაობას.

აღნიშნული გეგმა ასევე მოიცავს კოორდინაციას სახელმწიფო დეპარტამენტთან. სახელმწიფო დეპარტამენტი გასცემს ვიზებს, შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი კი აკონტროლებს და ამოწმებს იმას, თუ ვინ შემოდის ქვეყანაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG