ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პომპეო - წინააღმდეგობრივი ფიგურა ამერიკის მთავარ დიპლომატად


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დანიშნა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტილერსონთან ბევრ საკითხზე უთანხმოებით ახსნა და იქვე დასძინა, რომ პომპეოსთან „ყოველთვის ერთ ტალღაზეა“.

„მე მიმუშავია პომპეოსთან უკვე საკმაოდ დიდი ხანია, უზარმაზარი ენერგია, უდიდესი ინტელექტი“, - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. „ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს არის ის, რაც სახელმწიფო მდივნისგან მჭირდება“.

მას შემდეგ, რაც დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი გახდა, პომპეომ მალევე მოიპოვა რეპუტაცია - როგორც ძლიერმა ხელმძღვანელმა, მკაცრი შეხედულებებით ტერორიზმის, წამებისა და ირანის საკითხების მიმართ. ის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველზე ერთგული მოკავშირეა.

53 წლის პომპეო სამი ვადით იყო არჩეული კონგრესში კანზასის შტატის წარმომადგენლად. სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის განმავლობაში, სააგენტოს მუშაობის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშს პრეზიდენტს თეთრ სახლში ის მუდამ თავად აბარებდა.

„საჯაშუშო სააგენტოს“ ხელმძღვანელის ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურის სათავეში გადანაცვლება პოლიტიკის ანალიტიკოსებისთვის მაინც უჩვეულო მოვლენაა.

„არც ერთი სხვა საჯარო მოხელის მსგავსი ტრანზიცია აქამდე არ მომხდარა, თუმცა CIA-ის ყოფილი დირექტორები ნამდვილად გამხდარან თავდაცვის სახელმწიფო მდივნები“, - ამბობს, პოლ პილარი, სააგენტოს ყოფილი უფროსი ოფიცერი და ახლა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლები პომპეოს თავიდან იმისთვის აქებდნენ, რომ ის მხარს უჭერდა სააგენტოების დასკვნებს „ვიკილიქსის“ და მოსკოვთან მისი კავშირების წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ მისი მმართველობის დროს ზოგიერთს ეს მოსაზრება შეეცვალა.

პომპეოს აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ გამოთქვამდა მოსაზრებებს, რომლებიც თეთრი სახლის პოზიციებთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე თავად მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს დასკვნებთან.

„რუსეთის ჩარევას გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე“, - ამბობდა პომპეო გასულ ოქტომბერში, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დასკვნა CIA-ის ოფიციალურ ღია ანგარიშში არ იყო მოცემული.

„ჩვენ არ გაგვიკეთებია იმის შეფასება, თუ რამდენად იმოქმედა რუსეთის ჩარევამ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.“ - ამბობს ანგარიში.

მოგვიანებით, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მოუხდა პომპეოს კომენტარები განემარტა.

„დაზვერვის შეფასებები რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით არ შეცვლილა, და დირექტორი არ გულისხმობდა იმას, რაც ანგარიშში წერია“, - თქვა სააგენტოს პრესსპიკერმა.

პომპეო საჯაროდ აცხადებდა, რომ თუკი რუსეთს ექნებოდა ინფორმაცია, რომელიც ამერიკას დაეხმარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოში, მაშინ ეს მისი მოვალეობა და სწორი გადაწყვეიტლება იქნებოდა, რომ მათთან ითანამშრომლოს.

პომპეო ასევე გააკრიტიკეს იმ მასალის გამოსვლის შემდეგ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტის თხოვნით, ის შეხვდა დაზვერვის ყოფილ ოფიცერს, რომელიც ამბობდა, რომ დაზვერვის წარმომადგენლები უსამართლოდ ადანაშაულებენ რუსეთს ეროვნული დემოკრატიული კომიტეტის ელექტრონული მიმოწერის გამჟღავნდებაში.

„პომპეო პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკის ადვოკატი და დამცველი იმაზე მეტად იყო, ვიდრე ეს დაზვერვის ხელმძღვანელს შეეფერება," - ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის წარმომადგენელი პოლ პილარი.

„ამ ვითარებაში, შესაძლოა სჯობდეს კიდეც, რომ ის პოლიტიკის შემქმნელ პოზიციაზე იყოს, და არა დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტზე", - განმარტავს ის.

ზოგიერთი ეს ტენდენცია გამოიკვეთა გასულ კვირას, როდესაც პომპეო რამდენიმე პოლიტიკურ შოუში გამოჩნდა ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებზე სასაუბროდ. „პრეზიდენტი ტრამპი არ აკეთებს ამას წარმოდგენის და სანახაობის გამო, ის პრობლემის გადაწყვეტას აპირებს“. - უთრხა პომპეომ "ფოქს ნიუსს" კვირას.

„კიმ ჩენ უნი, ახლა არის მოწადინებული, რომ შეაჩეროს ბირთვული რაკეტების გამოცდა, სამხედრო წვრთნების გაგრძელებას ხელს არ უშლის, რაც ძალიან წინააღმდეგობრივი საკითხი იყო წარსულში.“ - თქვა მან და ფხენიანის მონდომებბას უწოდა „რეალური მიღწევები“.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG