ინდონეზიაში ადამიანის უფლებათა დამცველებმა, შიიტი სასულიერო პირისთვის ღვთისგმობის ბრალდებით, 2-წლიანი პატიმრობის მისჯა გააპროტესტეს. აქტივისტებმა ვერდიქტი სუნიტ მუსლიმთა მიერ დასახლებულ ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების შეზღუდვად შეაფასეს.
ხუთშაბათს, მადურას კუნძულზე სამპანგის სასამართლომ ტაჯულ მულუქს რელიგიური სწავლების დროს ისლამის შეურაცხყოფის ბრალდება წაუყენა ბრალად. კერძოდ, თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ სასულიერო პირმა მათ რელიგიური წესის თანახმად, დღეში არა ხუთჯერ, არამედ სამჯერ ლოცვისკენ მოუწოდა.
ინდონეზიის თავისუფალ ადვოკატთა ჯგუფის განცხადებით, სასამართლომ მულუქი დაადანაშაულა ქადაგებაში, რომ თანამედროვე ყურანი ჭეშმარიტ ისლამს არ ემსახურება.
ინდონეზიელ სასულიერო პირს პატიმრობა მიესაჯა

ვერდიქტი სუნიტ მუსლიმთა მიერ დასახლებულ ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების შეზღუდვად შეფასდა
ამავე თემაზე
პოპულარული
1