ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება


ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება

ინდონეზიის ჯანდაცვის მუშაკები აცხადებენ, რომ მერაპის მთის ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ სამოცი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაშავებულია 70 ადამიანი, მათ შორის ამ ხალხს სერიოზული დამწვრობა აქვს მიღებული.

ოფიციალური პირები მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას ვარაუდობენ. გრძელდება მაშველების, ჯარისკაცებისა და მოხალისეთა რაზმების მიერ ცხედრების ვულკანის ფერფლიდან ამოტანა.

26 ქტომბერს, ამ ვულკანის ლავის ამოფრქვევის პირველ ტალღას 100 ადმაიანი ემსხვერპლა.

ინდონეზიის ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ სახიფათო ზონის პერიმეტრი ახლა უფრო ვრცელია. მათ ასევე ბრძანება აქვთ გაცემული, რომ დროებითი თავშესაფარი, რომელიც ამ ზონაშია გახსნილი, კრატერიდან კიდევ უფრო მოშორებით გადაიტანონ.

XS
SM
MD
LG