ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკებები ქაშმირში - ინდურ პოლიციას მოქალაქეების მოკვლაში სდებენ ბრალს


ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში, პოლიციამ საპროტესტო აქციის ორი მონაწილე დააკავა. დაკავაბულები ორი გარდაცვლილი მოქალაქის ნათესავები არიან, რომელთა მკვლელობაშიც პოლიციას სდებენ ბრალს.

პოლიცია აცხადებს, რომ სამოქალაქო პირები, სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის მომხდარი შეტაკებისას დაიღუპნენ. მაგრამ თვითმხილველები და დაღუპულთა ნათესავები აცხადებენ, რომ ინდოეთის ჯარმა დაპირისპირების დროს მოქალაქეები ცოცხალ ფარად გამოიყენა.

სადავო რეგიონის მთავარი ქალაქის პოლიციამ სამშაბათს განაცხადა, რომ დარბევისას ოთხი ადამიანი დაიღუპა.

თვითმხილველები „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ სროლა, რომლის დროსაც მოქალაქეების დაიღუპნენ, პოლიციის მიერ იყო დადგმული.

„დარწმუნებული ვარ, რომ დაპირისპირება დადგმული იყო. პოლიცია მუდმივად ცვლის განცხადებებს“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი, მოჰამედ შაფი.

მომხდარი ხეობაში პოლიტიკური აღშფოტების საგნად იქცა. ქაშმირის ყოფილმა მტავარმა მინისტრმა, ინდოეთის მთავრობა სისასტიკეში დაადანაშაულა. ის აცხადებს, რომ „ინდოეთის მთავრობის მსგავს ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს.“

XS
SM
MD
LG