ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარელი ტურისტის გაუპატიურების ფაქტი


ინდოეთში შვეიცარიის მოქალაქის ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობა 5-მა ინდოელმა მამაკაცმა აღიარა

ინდოეთის პოლიციის განცხადებით, შვეიცარელი ქალის ჯგუფური გაუპატიურების ფაქტის გამო დაკავებული 20 ადამიანიდან 5-მა დანაშაული აღიარა. დანაშაული ინდოეთის ერთ-ერთ ცენტრალურ შტატში მდებარე ქალაქ ორჩასთან, ტყისპირა გზაზე მოხდა.

39 წლის შვეიცარიის მოქალაქე ქმართან ერთად ველოსიპედით ტაჯმაჰალის სანახავად მიემგზავრებოდა, როდესაც მათ მამაკაცთა ჯგუფი დაესხა თავს. პოლიციის ინსპექტორ, არიას განცხადებით, ქმარი სასტიკად სცემეს და ცოლის გაუპატიურებას აყურებინეს. დამნაშავეებმა მოიპარეს ლეპტოპი, დაახლოებით 185 დოლარი და მობილური ტელეფონი. შვედ ქალს ადგილობრივ ჰოსპიტალში უმკურნალეს და გამოწერეს.

ინდოეთში ქალებზე თავდასხმის და ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევა იშვიათი მოვლენა არ არის. სამი თვის წინ მომხდარი ანალოგიური ფაქტის შემდეგ 23 წლის სტუდენტი გოგონა დაიღუპა. აქტივისტები მთავრობას ქალთა უფლებების მეტი დაცვისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG