ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გახმაურებული საქმე ინდოეთში


ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილე ერთ-ერთმა დამნაშავემ ციხის საკანში თავი ჩამოიხრჩო

ინდოეთში გახმაურებულ გაუპატიურების სკანდალში კიდევ ერთი სიკვდილის ფაქტი დასტურდება. შეგახსენებთ, დეკემბერში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ მიღებული ტრავმებით 23 წლის სტუდენტი გოგონა დაიღუპა. ინდოეთის პოლიციის ცნობით, დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთმა დანმაშავემ ციხეში თავი მოიკლა.

რამ სინგჰი დღეს საკანში საკუთარი ტანსაცმლით ჩამომხრჩვალი იპოვეს. ადგილობრივი მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი უსაფრთხოების სერიოზულ ხარზვეზებს ააშკარავებს და მას სათანადოდ გამოიძიებენ. გარდაცვლილი პატიმრის მშობლები ეჭვობენ, რომ სინგჰი მოკლულია, რადგან დამნაშავეს ხელზე მიღებული ტრავმის გამო თვითმკვლელობის ჩადენის უნარი არ გააჩნდა.
XS
SM
MD
LG