ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში დანიელ ტურისტზე თავდამსხმელები დააკავეს


დელის გარეუბანში მომხდარ ჯგუფურ ძარცვა-გაუპატიურებაში მონაწილე სხვა დამანაშავეების ძებნა გრძელდება

ინდოეთის პოლიციამ დელიში ორი უსახლკარო მამაკაცი დააპატიმრა. მათ 51 წლის დანიელი ტურისტის ჯგუფური ცემა, ძარცვა და გაუპატიურება ედებათ ბრალად.

პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილებს, რომლებიც დანაშაულის ადგილის მახლობლად აიყვანეს, დანიელი ქალის ნივთები უპოვეს. მათ შორის იყო უცხოელი ტურისტის სათვალის ყუთი და „აი-პოდი“. ინციდენტში მონაწილე სხვა დამანაშავეების ძებნა გრძელდება. დანაშაული სამშაბათს, ქალაქის გარეუბანში მოხდა.
XS
SM
MD
LG