ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში ჟურნალისტს ტერაქტში ედება ბრალი


ინდოეთის პოლიციის ცნობით დაპატიმრებულია ჟურნალისტი, რომელსაც სავარაუდოდ ისრაელის საელჩოს მანქანის აფეთქებასთან აქვს კავშირი. მუჰამედ კაზმი ნიუ დელის სასამართლოში დღეს გამოცხადდა. ის ირანის ახალი ამბების სააგენტოზე მუშაობს და გამოძიების მასალების მიხედვით 13 თებერვალს მომხდარ აფეთქებაშია გარეული.

ინციდენტი შესაძლოა ბანკოკში მომხდარ აფეთქებასთან და თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანის აფეთქების მცდელობასთან იყოს კავშირში.

ადვოკატის განცხადებით კაზმი უდანაშაულოა და საერთაშორისო ტერორიზმთან არავითარი კავშირი არ აქვს. მისი ურთიერთობა ირანულ სამყაროსთან მხოლოდ პროფესიული კავშირებით არის განპირობებული. მუჰამედ კაზმი ირან-ერაყის კონფლიქტს რამდენიმე წლის განმავლობაში აშუქებდა.

XS
SM
MD
LG