ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთმა ისრაელის საელჩოს წინაღმდეგ ტერაქტი დაგმო


ინდოეთმა ისრაელის საელჩოს წინაღმდეგ ტერაქტი დაგმო

ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელის საელჩოს მანქანა ბომბის დამონტაჟებიდან რამდენიმე წამში აფეთქდა, რაც იმას ადასტურებს, რომ ტერაქტი კარგად გაწვრთნილმა პირმა განახორციელა. შინაგან საქმეთა მინისტრის ჩიდამბარამის თქმით, ტერაქტის სამიზნე ისრაელის დიპლომატის მეუღლე გახდა. ინდოეთმა ისრაელის საელჩოს თანამშრომლის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა დაგმო.

„ამ მომენტისთვის მე თითს ვერ დავადებ ვერცერთ კონკრეტულ ჯგუფს და ორგანიზაციას. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს ჩვენ ამ ფაქტს მკაცრად ვგმობთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG