ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთი ეკონომიკური ზრდის სტიმულირების ახალ პაკეტს აქვეყნებს


ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ფონზე, ინდოეთის მთავრობამ ამბიციური გეგმა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2025 წლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5 ტრილიონ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. გეგმა ინდოეთში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გააქტიურებასაც ისახავს მიზნად.

„ინფრასტრუქტურაში, ციფრულ ეკონომიკაში, სამუშაო ადგილების შექმნაში დიდი ინვესტიციები უნდა გავახორციელოთ,“ განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ნირმალა სითარამანმა.

მისივე თქმით, მთავრობა ასევე ეცდება ეკონომიკის ზოგიერთი სექტორის ლიბერალიზაციას. ამ სექტორებში მან დაზღვევა, ავიაცია და მედია დაასახელა.

მეორე ვადით ახლახან არჩეულ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკის ზრდის შენელებული ტემპია. ინდოეთის ეკონომიკა 2019 წლის პირველ კვარტალში 5.8 პროცენტით გაიზარდა, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. ტემპის შენელების გამო ინდოეთი ამ ეტაპზე მსოფლიოს დიდ ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აღარ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG