ოფიციალური პირების ცნობით, ჩრდილოეთ ავღანეთის ქალაქ მაზარ ი შარიფში, შეიარაღებული პირები ინდოეთის საკონსულოს მიმდებარე შენობაში გამაგრდნენ და უშიშროების ძალების მისამართით სროლას განაგრძობენ.
გუშინ, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და ყუმბარმტყორცნების გამოყენებით საკონსულოში შეჭრა სცადეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით თავზე არავის აუღია.