ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდურ-ავღანური თანამშრომლობა


ავღანეთის რეკონსტრუქციაში ინდოეთის ინვესტიციების ჩადება ავღანურ-ინდური პარტნიორობის საბჭოს პირველი სესიის მთავარი საკითხია. ინდოეთის დედაქალაქში ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზალმაი რასული მისმა ინდოელმა კოლეგამ კრიშნამ მიიღო. მინისტრების შეხვედრა ეს არის პირველი ნაბიჯი იმ სტრატეგიულ ხელშეკრულების შესასრულებლად, რომელსაც ხელი გასული წლის ოქტომბერში მოეწერა. კრიშნას განცხადებით, ინდოეთი დაეხმარება ავღანეთს კერძო კაპიტალის მოზიდვაში და რეკონსტრუქციის საქმეში. ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ინდოეთი მის ქვეყანას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სამხედრო ძალების მომზადებაში თალიბანის წინააღმდეგ საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG