ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2008 წელს "აშშ-სა და მის ვასლებს გამოცდილება არ ეყოთ" - დმიტრი მედვედევი


დმიტრი მედვედევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
დმიტრი მედვედევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოსთან ომის მე-15 წლისთავზე, რუსეთის ექსპრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2008 წელს "შეერთებულ შტატებსა და მის ვასლებს" აშკარად აკლდათ გამოცდილება, ხოლო რუსეთმა „გადაჭრით უპასუხა ცხინვალზე მუხანათურ თავდასხმას".

„ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სწრაფად და მკაცრად დასაჯეს ნაციონალისტები ხუთ დღეში. ჩვენ მტრისგან დავიცავით ჩვენი ხალხი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. მათ ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით განვითარების შესაძლებლობა მისცეს", – განაცხადა მედვედევმა, რომელმაც 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები და მისი ვასალები სხვისი ხელით კვლავ აწარმოებენ დანაშაულებრივ ომს, ცდილობენ პირისაგან მიწისა აღგავონ რუსეთი. "როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი საკუთარი პირობებით მიაღწევს მშვიდობას. გამარჯვება ჩვენი იქნება! - წერს მედვედევი "ტელეგრამის" არხზე.

საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, სირიამ და ნაურუმ აღიარეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG