ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პატალაში იმპიჩმენტის კონსტიტუციურ საფუძვლებზე მოსმენა გაიმართება


წარმომადგენელთა პალატა დღეს პირველ მოსმენას ატარებს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის საკონსტიტუციო საფუძვლებს შეეხება. ოთხი იურისპუდენციის ექსპერტი ისაუბრებს, თუ რა კონსტიტუციური საფუძველი ესაჭიროება იმპიჩმენტს.

მოსმენა, წარმომადგენელთა პალატის, დაზვერვის კომიტეტის 300 გვერდიანი ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი დღის თავზე იმართება. ანგარიში, რომელიც დაზვერვის კომიტეტმა მიიღო, პრეზიდენტს ბრალს დებს კანონდარღვევაში და 2020 წლის არჩევნებში მის სასარგებლოდ, უკრაინიდან პოლიტიკური ჩარევის მოპოვების მცდელობაში. ანგარიში ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტი ეცადა კონგრესისთგვის “ხელი შეეშალა” გამოძიების პროცესში. კომიტეტმა ანგარიში სამშაბათს მიიღო, მას მხარი ცამეტმა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო ცხრამ წინააღდეგ მისცა ხმა, პარტიული კუთვნილების შესაბამისად.

სამთვიანმა გამოძიებამ დაადგინა, რომ “პრეზიდენტი ტრამპი, პირადად და დამხმარეებს მეშვეობით მთავრობის შიგნით და გარეთ, უცხო ქვეყნის მთავრობის, უკრაინის ჩარევით, ცდილობდა მისი ხელახალი არჩევისთვის ხელის შეწყობას”. “ამით პრეზიდენტმა მისი პირადი და პოლიტიკური ინტერესი შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესზე მაღლა დააყენა, და ეცადა შეერყია შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების პროცესის სანდოობა”, - ამბობს ანგარიში.

წარმომადგენელთა პალატის გამოძიება, რომელსაც დემოკრატები აწარმოებენ, 25-ი ივლისის სატელეფონო საუბარზე ფოკუსირდება უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის, რომელშიც ტრამპმა ზელენსკის თხოვა გამოეძიებინა კომპანია "ბურისმა", რომელმაც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი იქირავა. პრეზიდენტმა ასევე თხოვა ზელენსკის გამოეძიებინა "შეთქმულების თეორია", რომელიც უსაფუძვლოდაა მიჩნეული და რომლის მიხედვითაც, 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში უკრაინა ჩაერია და არა რუსეთი.

ტრამპმა მოთხოვნა მაშინ წაუყენა უკრაინის პრეზიდენტს, როცა 400 მილიონის სამხედრო დახმარების გადაცემა შეჩერებული იყო და უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ცდილობდა პრეზიდენტთან შეხვედრას ოვალურ ოფისში, რაც მას ქვეყნის შიგნით დაეხმარებოდა.

სატელეფონო საუბარს ანონიმური საჩივარი მოჰყვა ამერიკის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლისგან, რომ პრეზიდენტი “საკუთარ ძალაუფლებას იყენებდა, რათა ქვეყნის 2020 წლის არჩევნებში უცხო ქვეყნიდან ჩარევა გამოეთხოვა”. საჩივარს, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების მხრიდან იმპიჩმენტის პროცესის გამოძიების დაწყება მოჰყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG