„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ქვეყანაში სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე განხორციელებული დეპორტაციის შემთხვევები ბოლო წლებში თითქმის განახევრდა. საუბარია 2009 წლის შემდეგ შეერთებულ შტატებში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების დეპორტაციაზე. გაზეთის ინფორმაცია ოთხშაბათს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ანგარიშს ეფუძნება. დეპარტამენტი ზედამხედველობას ფედერალური მთავრობის საიმიგრაციო სასამართლო სისტემას უწევს.
მათი მონაცემებით, გასულ წელს ობამას ადმინისტრაციამ სასამართლოში 26 პროცენტით ნაკლები დეპორტაციის საქმე აღძრა, ვიდრე 2009-ში. იმ საქმეების რაოდენობა კი, რომლებიც გამოძიების გარეშე დაიხურა, 2011 წელთან შედარებით 400 პროცენტით გაიზარდა. ეს ფაქტი ობამას ადმინისტრაციის მხრიდან საიმიგრაციო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებზე და კრიმინალური წარსულის არმქონე ოჯახების მიმართ არსებული მიდგომის შემსუბუქებაზე მიუთითებს.