ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური ეკონომიკური პროგნოზი


IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, ევროპაში არსებულ დავალიანებებთან დაკავშირებული სირთულეების ფონზე გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდა და მზარდი ეკონომიკის მქონე ძირითად ქვეყნებში ზრდა მოსალოდნელზე ნაკლებია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების განცხადებით, გლობალური ეკონომიკა წელს 3.5 პროცენტით გაიზრდება, ხოლოდ 2013 წლისათვის ეს მაჩვენებელი 3.9 პროცენტი იქნება, რაც უმნიშვნელოდ დაბალია ადრეულ შეფასებებთან შედარებით.

თუმცა, ორშაბათს, ვაშინგტონში წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში შექმნილი ვითარების გაუმჯობესება ვერ მოხერხდება, ან თუ ვაშინგტონში შექმნილი გამოუვალი პოლიტიკური მდგომარეობა ხარჯვითი ნაწილის დრამატულად შემცირებას და გადასახადების ზრდას განაპირობებს.
XS
SM
MD
LG