ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ეკონომიკა უმჯობესდება


Christine Lagarde, Managing Director of IMF, speaks at the Economic Club of New York, April 10, 2013.
Christine Lagarde, Managing Director of IMF, speaks at the Economic Club of New York, April 10, 2013.

სავალუტო ფონდის თავმჯდომარე მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში მიმდინარე პოზიტიურ მომენტებზე ნიუ იორკის ეკონომიკის კლუბში საუბრობდა

ოთხშაბათს სავალუტო ფონის თავმჯდომარემ განაცხადა რომ, მსოფლიოში ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ამას ერთი ნახტომით მსოფლიო ეკონომიკის გლობალური გაუმჯობესება არ მოჰყოლია.
ქრისტინ ლაგარდი აცხადებს რომ, ცვალებადი პერიოდის შემდეგ ფინანსური მონაცემები ეკონომიკური გაუმჯობესების ნიშანს იძლევა.

ქრისტიან ლაგარდი: მადლობა პოლიტიკოსებს, ეკონომიკური სამყარო აღარ გამოიყურება ისე საგანგაშოდ როგორც ეს 9 თვის წინ იყო. ამის მიუხედავად ამ წელს მაინც არ მოველით ეკონომიკის ისე ზრდას როგორც ეს შარშან იყო. ჩვენს წინაშეა ახალი რისკები, და ასევე არის ძველი რისკების მემკვიდრეობაც, რომელიც ბოლომდე არ არის მოგვარებული. ძალიან ბევრ ქვეყანაში ფინანსური ბაზრის გამოსწორებას არ მოჰყოლია რეალურად ეკონომიკის და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება.

სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, რომელიც საფრანგეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრია, ეს კომენტარები ნიუ იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლის დროს გააკეთა. მან ასევე განაცხადა რომ ცვლილებები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში ისეთი ძლიერია , როგორც არასდროს. ქვეყნებში რეალური გაუმჯობესებაა, კარგად ართმევენ თავს , ზოგან უკვე არის გაუმჯობესებული სიტუაცია, ზოგან კი ისევ საჭიროა მეტი მუშაობა რომ მდგომარეობა გაჯანსაღდეს.

განვითარებადი ქვეყნებიც კარგ პოზიციაზე არიან თუმცა ლაგარდის თქმით, ნერვიულობენ იმაზე რომ არ ამოვარდნენ განვითარებადი ქვეყნების განსაკუთრებით მსუბუქი საფინანსო-საკრედიტო პოლიტიკიდან. ქვეყნებში, კი რომლებსაც კიდევ სჭირდებათ მოქმედება სიტუაციის გამოსასწორებლად, შედის იაპონია და ევროზონის ქვეყნები.

შეერთებული შტატები ლაგარდმა საშუალო კატეგორიაში დაასახელა, როგორც ქვეყანა რომელიც გაუმჯობესების პროცესშია. მან განაცხადა რომ ამერიკამ მიაღწია ჩქარ და არსებით პროგრესს ფინანსური სისტემის გასამართად, და ამჟამად მყარი ზრდაა, რომელსაც სოლიდური ფინანსური მოთხოვნილებებიც ეხმარება. თუმცა მან ასევე ამერიკის სახელმწიფო ვალის ზრდასთან დაკავშირებითაც მიანიშნა.

ქრისიტინ ლაგარდი: მოცემულ მომენტში ეკონომიკური სიტუაციის აღდგენასთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს სარწმუნო საშუალო-ვადიანი საგზაო რუქა, იმისათვის რომ შემცირდეს ვალი, იყოს ბალანსირებული გეგმა, რომელიც დაფუძნდება ეკონომიაზე და ხარჯებზე , ხარჯებს პლიუს დამატებითი შემოსავალი.

ლაგარდმა განაცხადა რომ, ეს შეერთებული შტატების მთავარი ამოცანაა . მან დაამატა ისიც რომ, ეს უნდა მიესადაგოს ქვეყნის არსებით ეკონომიკურ მიღწევებს რადგან სხვანაირად ეს ადვილად შეიძლება დაიკარგოს.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოადგინა ბიუჯეტი სადაც, შემცირებულია ხარჯები კონკრეტულ სფეროებში, თუმცა გაზრდილია გადასახადები შეძლებული ფენისთვის. რესპუბლიკელებმა გადასახადების გაზრდის არცერთ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს.
XS
SM
MD
LG