ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში დღეს მორიგი პრაიმერია


რესპუბლიკური პარტიის მორიგი პრაიმერი 20 მარტს ილინოისის შტატში მიმდინარეობს. ამ შტატის დედაქალაქ ჩიკაგოში დელეგატების ყველაზე დიდ რაოდენობას ირჩევენ, თუმცა გადამწყვეტი მაინც შტატის პროვინციებში მცხოვრები კონსერვატორი ამომრჩევლების ხმები იქნება.

ილინოისის შტატის ქალაქ პონტიაკში ჯონ სიარსი თავის პატარა მაღაზიაში კომპიუტერებს ალაგებს. მას კერძო ბიზნესი აქვს. მისი თქმით:“ ეს ისეთი საქმეა არ შეიძლება დეფიციტი გქონდეს. რაც მოიგე მხოლოდ იმდენი უნდა დახარჯო საქმისთვის.“

ილინოისის შტატში ბიუჯეტის დეფიციტმა 11 მილიარდ დოლარს მიაღწია. მაშინ როდესაც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები წინასაარჩევნო მარათონში არინ ჩაბმულნი, უბრალო ამომრჩეველი, ჯონ სიარსის მეუღლის ემის მსგავსად, ფედერალური მთავრობის მიერ უზარამაზარი თანხების ხარჯვით არიან შეშფოთებულნი.

ქალბატონი ემის თქმით:“ შეშფოთებულნი ვართ, რადგან გაუგებარია ამდენი ფული სად მიდის. მოქალაქეები კეთილსინდისიერად ვიხდით გადასახადებს და მთავრობისგანაც იგივეს მოველით.“

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით მასაჩუსეტის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი თავის მთავარ მეტოქეს რიკ სანტორუმს ილინოისის შტატშიც უსწრებს.

მიტ რომნის ამ შტატში წარმატების დიდი შანსი აქვს, რადგან აქაური რესპუბლიკელები თავისი ზომიერი პოლიტიკური შეხედულებებით გამოირჩევიან. რიკ სანტორუმს თავის მხრივ პონტიაკის მსგავს პატარა ქალაქებში მცხოვრები შედარებით კონსერვატიულად განწყობილი ელექტორატის იმედი აქვს.

სანტორუმი აბორტის ლეგალიზაციის წინაღმდეგ გამოდის. ამგვარი სოციალური საკითხების წინა პლანზე წამოწევა მას რომნისთან შედარებით უფრო ტრადიციული ღირებულებების მიმდევრად წარმოაჩენს.

ჯიმ მაკონოი ჰართლენდის თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, რომელიც ცენტრალურ ილინოისში ეკონომიკის სტიმულირებაზე მუშაობს. მისი თქმით:“ ხალხს აინტერესებს სოციალური საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სამუშაოს პრობლემა. ადამიანები საკუთარი შვილების მომავალზე ზრუნავენ.“

როგორც რესპუბლიკელი ამომრჩეველი ემი სიარსი ამბობს:“ როდესაც შვილები გეზრდება ასეთ საკითხებზე უფრო მეტს ფიქრობ. გაინტერესებს რა იქნება მომავალში, როცა ბავშვები გაიზრდებიან. იცხოვრებენ თუ არა ისინი ისეთ ქვეყანაში, რომელსაც მათი სამუშაოთი უზრუნველყოფა შეეძლება?“

ჯონ და ემი სიარსები თვლიან, რომ რიკ სანტორუმი უკეთ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სათანადო ყურადღებას დაუთმობს, რათა მცირე საოჯახო ბიზნესის მფლობელებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.

XS
SM
MD
LG