ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იდლიბიდან მძიმე შეიარაღება გატანილია


ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი სირიის კონფლიქტში ჯეიმს ჯეფრი აცხადებს, რომ ზოგიერთი შეიარაღებული დაჯგუფება იდლიბში დაწესებული დემილიტარიზებული ზონიდან დადგენილი ვადის შემდეგ გავიდა.

ჯეფრის თქმით, ჯერ ისევ არსებობს კითხვები იმაზე, დატოვა თუ არა ზონა ყველა მეამბოხე ჯგუფმა. იდლიბი პოტენციური დაპირისპირების ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კერად რჩება.

თურქეთისა და რუსეთის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკების საფუძველზე, დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორშაბათამდე მძიმე არტილერიას და შეიარაღებულ დაჯგუფებებს იდლიბიდან გაიყვანდნენ.

ჯეფრიმ განაცხადა, რომ მძიმე შეიარაღება ქალაქიდან უკვე გატანილია და დასძინა, რომ „ეს სერიოზული ნაბიჯია, რადგან მან არა მხოლოდ იდლიბში, არამედ სირიის სხვა რეგიონებშიც გაყინა კონფლიქტი.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG