ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლანდიის პრემიერი არ გადადგება


ისლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობიდან არ გადადგება, როგორც ამის შესახებ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია. ამის ნაცვლად, მან “წინადადება წამოაყენა,” რომ ქვეყნის მეთაურის პოსტი მისი პარტიის თამჯდომარის მოადგილემ “განუსაზღვრელი ვადით დაიკავოს.”

განცხადება პრემიერ-მინისტრის აპარატმა გუშინ გვიან საღამოს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სიგმუნდურ დევიდ გუნლაგსონი “პროგრესული პარტიის” თავმჯდომარის თანამდებობაზე საქმიანობას გააგრძელებს.

სამშაბათს მსოფლიო პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანამის საქმის დეტალების გამჟღავნების შემდეგ, ისლანდიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებდა. გაჟონილ მილიონობით დოკუმენტში, სადაც მსოფლიო ლიდერებისა და გავლენიანი ბიზნესმენების მიერ ფულის გადამალვის დოკუმენტაციაა მოცემული, მოხსენიებულია ისლანდიის პრემიერ-მინისტრის მეუღლის დამალული ქონება.

XS
SM
MD
LG