ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთი ლგბტქ+ საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს   


„ჩვენი ბავშვების მომავალი საფრთხის ქვეშ არის, ამიტომ ამას ვერ დავთმობთ,“- ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და აცხადებს, რომ ქვეყანაში ლგბტქ+ თემაზე რეფერენდუმი გაიმართება.

ამ დროისთვის უცნობია კონკრეტული კითხვის შინაარსი, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რეფერენდუმი 2022 წელს გაიმართება. ამავე წლის აპრილში უნგრეთში არჩევნებია დაგეგმილი და არა არის გამორიცხული, რეფერენდუმი სწორედ არჩევნების პარალელურად ან მანამდე გაიმართოს.

რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ორბანმა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირმა უნგრეთში მიღებულ „სამარცხვინო“, დისკრიმინაციული“ კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ევროკავშირის მაღალი რანგის პირები ამბობენ, რომ უნგრეთში მიღებული კანონი ლგბტქ+ თემის დისკრიმინაციას ითვალისწინებს.

„ეს კანონი არღვევს ბლოკის ფუნდამენტურ ღირებულებებს,“- აცხადებს ევროპის კომისიის პრეზიდენტი უსულა ფონ დერ ლაიენი.

საუბარია კანონზე, რომლის მიხედვითაც უნგრეთი სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებზე ლგბტქ მასალებს კრძალავს. კანონით იკრძალება შემდეგი სიტყვების გამოყენებაც: სექსუალური უმცირესობა, ლგბტქ თემი და ა.შ. უნგრეთმა, ასევე კერძო კომპანიებს ლოგოებზე, ბანერებსა და დროშებზე ლგბტქ დროშის დატანა აუკრძალა.

ევროკავშირის სარჩელი, რომლიც უკვე წარმოებაშია მიღებული ითვალისწინებს, რომ უნგრეთმა მიღებული კანონი შეაჩეროს. თუ სარჩელი დაკმაყოფილდება და უნგრეთი კანონს არ შეაერებს, შესაძლოა ევროკავშირმა უნგრეთს ფინანსური დახმარება შეუჩეროს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ევროკავშირი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა.

უნგრეთში ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 46 პროცენტი მხარს უჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას. გამოკითხვა კომპანია „იფსოსმა“ ჩაატარა. მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა, უნგრეთში დისკრიმინაციული კანონი მაინც მიიღეს.

ვიქტორ ორბანი ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დამცველის როლში გამოდის, დასავლეთის ლიბერალური მიდგომის წინააღმდეგ. ის უნგრეთს უკვე 11 წელია მართავს, მომდევნო არჩევნებამდე, რომელიც 2022 წლის აპრილში გაიმართება. მმართველობის პერიოდში ორბანს მკაცრი პოლიტიკა ჰქონდა მიგრანტებთან მიმართებაში, შემდეგ კი მთელი ყურადღება ლგბტქ+ თემაზე გადაიტანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG