ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განახლებული: უნგრეთი ნატოს სამიტზე უკრაინის შესახებ გადაწვეტილებას დაბლოკავს, საქართველოს - არა


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი

ორშაბათს უკრაინულმა გამოცემა „ევროპეისკაია პრავდამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთის მთავრობამ, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ უნგრეთი დაბლოკავს ალიანსის შემოთავაზებას, რომელიც მოლაპარაკებული იქნება უკრაინის და საქართველოს ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ. ნატო წერილის არსებობას ადასტურებს, თუმცა უნგრეთის მხარე განმარტავს, რომ ისინი არ გეგმავენ ნატო-საქართველოს ურთიერთბის შეფერხებას.

უნგრეთის პოზიცია, "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუმარტა. სამინისტროს პრესპიკერმა, ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი არ აპირებს საქართველოს შესახებ გადაწვეტილების დაბლოკვას, თუმცა გეგმავს ვეტო დაადოს ნატოსა და უკრაინის მოლაპარაკებს.

„ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს სტაბილურობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ვრჩებით ერთგულნი, და არ ვბლოკავთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. უნგრეთსა და საქართველოს შორის ღია პოლიტიკური კითხვები არ არსებობს“, უთხრა "ამერიკის ხმას" საიტო ფოოსტაიმ, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან.

„რაც შეეხება უკრაინას, უნგრეთი ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი იყო ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის. თუმცა, უკრაინამ ახალი კანონი მიიღო, რომელიც სრულიად შეუსაბამოა ევროპულ ღირებულებებთან და მძიმედ არღვევს უმცირესობების უფლებებს და ართმევს უნგრულ უმცირესობას მათ უკვე არსებულ, მოპოვებულ უფლებებს. ამიტომ უკრაინა, ვერ იქნება სერიოზულად აღქმული, როგორც ქვეყანა, რომელიც ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას ცდილობს, მათში გაწევრიანების სურვილით. სწორედ ამ მიზეზებით, უნგრეთის მთავრობა შეინარჩუნებს მის ვეტოს ნატოსა და უკრაინის მოლაპარაკებებზე, სანამ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის საკანონდებლო გარანტიებს, რომ ტრანსკარპატიის უნგრული მოსახლეობის უფლებები არ იქნება დარღვეული“, დასძინა ფოოსტაიმ.

ბუდაპეშტსა და კიევს შორის უთანხმოება უკრაინაში უნგრელი უმცირესობის ენის საკითხს ეხება. უნგრეთი უკრაინისგან მოითხოვს განათლების კანონში ცვლილების შეტანას და უნგრული თემებით დასახლებულ რაიონებში მოსწავლეებისთვის სკოლებში უნგრულ ენაზე განათლების მიღების საშუალების მიცემას.
____

ამ სტატიის ადრეული ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინული გამოცემის „ევროპეისკაია პრავდა“ ინფორმაციით, რომელიც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ პარტნიორია, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ ის ბრიუსელის სამიტზე ნატოს რეზოლუციას დაბლოკავს, რომელიც საქართველოსა და უკრაინის საკითხებს ეხება. თუმცა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ნაწილი არ დაადასტურა. აღნიშნული ასევე უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესის დეპარტამენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG