უნგრეთის პოლიცია აცხადებს, რომ ქვეყნის საზღვარი მიგრანტების რეკორდულად დიდმა ჯგუფმა გადაკვეთა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოს გათვლებით კი იგივე გზაზე ათასობით მიგრანტი კიდევ მოძრაობს.
2015 წელს უნგრეთმა 100 ათასზე მეტი მიგრანტი დაარეგისტრირა, რაც ორჯერ აღემატება 2014 წლის მონაცემს. მთავრობის ცნობით დაახლოებით 21 ათასი მიგრანტი შევიდა ქვეყანაში მხოლოდ ორშაბათს, რაც რეკორდული რიცხვია.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით მხოლოდ წელს ევროპაში ზღვიდან 250 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ევროპისკენ მიმავალ გზაზე დაახლოებით 2400-მდე ადამიანი დაიღუპა.
უნგრეთი საზღვარზე კედელს აშენებს, რომლითაც სებეთიდან ევროპის კავშირში მიმავალი არალეგალი მიგრანტების შეჩერებას ცდილობს. ათასობით მიგრანტი, უმეტესად სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან ხმეთაშუა ზღვის გავლით საბერძნეთში ჩადის.
გაეროს მონაცემებით მომდევნო რამდენიმე დღე ევრო კავშირში დღეში 3 ათასამდე მიგრანტი შევა მაკედონიის და საბერძნეთის გავლით. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვითარება ევროპაში არ შეიცვლება თუ კი მდომარეობა სირიაში არ გაუმჯობესდა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით მხოლოდ წელს ევროპაში ზღვიდან 250 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, მათი უმეტესობა იტალიასა და საბერძნეთში ჩავიდა. ევროპისკენ მიმავალ გზაზე დაახლოებით 2400-მდე ადამიანი დაიღუპა.