ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ეთიოპიის მთავრობის საწინააღმდეგო მარში ჩატარდა


ასობით ადამიანი გამოვიდა ამერიკის დედაქალაქის ქუჩებში ეთიოპიის მთავრობის საწინააღმდეგო მარშის დროს. მათ ასე აღნიშნეს ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ტიგრაიში მომხდარი სისხლიანი სამხედრო შეტაკების წლისთავი.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობა ვაშინგტონში მცხოვრებმა ეთნიკურად ტიგრაელებმა მოაწყვეს. დემონსტრანტები კაპიტოლიუმთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან იყვნენ შეკრებილები.

დემონსტრანტები ეთიოპიის მთავრობის საწინააღმდეგო სლოგანებით იყვნენ აქციაზე მისულები და მას ტიგრაის რეგიონის ხალხის გენოციდში სცდებდა ბრალს.

დემონსტრანტების დიდი ნაწილი ტიგრაის დროშას ატარებდა. მათ შეურთდნენ ეთიოპელები კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებიდანაც. მათი საბოლოო გაჩერება თეთრი სახლი იყო. დემონტრანტებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ სამომავლოდაც გეგმავენ მსგავსი აქციების მოწყობას.

ხუთშაბათს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეთიოპიის პრემიერის ბრძანებით ტიგრაის რეგიონში სამხედროები შევიდნენ ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელ ფრონტთან საბრძოლვლელად. სამხედრო კონფლიქტის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე მილიონმა სახლი დაკარგა და 400,000 ტიგრაის მაცხოვრებელი შიმშილობისთვის გაწირა. ინფრომაციას ამასთან დაკავშირებით გაერო ავრცელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG