ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ჩინეთს დარღვევებში ადანაშაულებს


გაერო ჩინეთს დარღვევებში ადანაშაულებს

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი გმობს ჩინეთის მიერ მიღებულ მკაცრ სასჯელს, რომელიც ამ უკანასკნელმა პრო დემოკრატი აქტივისტების მიმართ დააწესა. განცხადება ორშაბათს ჟენევაში გაეროს ადამინის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ გააკეთა. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ჩინელი დისიდენტის ჩენ ქსის განაჩენს, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კიდევ ერთ პოლიტპატიმარს ჩენ ვეის 9 წელი მიუსაჯეს. ორივე ბრალდებული მთავრობის დამხობის წაქეზებაში დაადანაშაულეს. ნავი პილაი ამ გადაწყვეტილებას უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში.

XS
SM
MD
LG