ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეფ-ეს-ბეს" შენობაში ხანძარზე პასუხისმგებლობა პარტიზანულმა მოძრაობამ აიღო


რუსული პარტიზანული მოძრაობა „შავი ხიდის“ (Черный мост) წარმომადგენლებმა საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე გამოაქვეყნეს, რომ დონის როსტოვში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, „ეფ-ეს-ბეს“ საზღვრის დაცვის სამმართველოს შენობაში აფეთქებასა და ხანძარში მათი მოძრაობა მონაწილეობდა. ხანძრის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.

როგორც მოძრაობა „შავი ხიდი“ იტყობინება, ისინი მომხადრის „თანაავტორები“ არიან, თუმცა სხვების შესახებ არაფერს იუწყებიან.

„ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ელექტროგაყვანლობაში მოკლე ჩართვა მოხდა და საწვავის საცავები აფეთქდა. თითქმის არ იცრუეს, მაგრამ არის ნიუანსები,“ - ნათქვამია შეტყობინებაში.

როსტოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტში, პროკურატურაში და „ეფ-ეს-ბეს“ სამმართველოში ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ.

„ეფ-ეს-ბეს“ პრეს-სამსახურის მიერ გახმოვანებული ვერსიით, 16 მარტს მომხდარი ხანძრის მიზეზი, ფარეხის სახელოსნოში საწვავ-საპოხი მასალების აალება გახდა, რამაც აფეთქება და შენობის ნგრევა გამოიწვია.

„შავი ხიდი“ არის პარტიზანული მოძრაობა, რომელიც ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის და უკრაინაში ომის წინააღმდეგ მოქმედებს.

XS
SM
MD
LG