ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"M&M's"-ის კავშირები ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან


M&Ms

ბევრი ის ტკბილეული თუ მომცრო ზომის საკვები, რომელიც დღეს არაერთი ამერიკელის საყვარელი საჭმელია, თავდაპირველად ამერიკული ჯარის რაციონისთვის შეიქმნა.

ახალი ტიპის კვების პროდუქტებზე მუშაობა მეორე მსოფლიო ომის დროს განსაკუთრებით გააქტიურდა, რადგან ჯარისკაცებს მცირე ზომის, კომპაქტური, თუმცა ნოყიერი საკვები სჭირდებოდათ.

"სამხედროებისთვის უდიდესი საჭიროება იყო, რომ თანამედროვე რაციონი მიეღოთ. ძიების ეს პროცესი დასრულდა არა მარტო იმით, რომ საკვების წარმოების ახალი ტექნოლოგიები შეიქმნა, არამედ კვების მეცნიერებისა და კვლევების იმ სისტემების შექმნითაც, რომლებიც დღემდე არსებობს", - ამბობს ანასტასია მარქს დე სალცედო, წიგნის "საბრძოლოდ მზა სამზარეულო: როგორ შეცვალა ამერიკულმა ჯარმა ის, თუ როგორ ვიკვებებით" ავტორი.

Cheeto's
Cheeto's

"სწორედ აქედან წარმოიშვა ბევრი ახალი ტექნოლოგია და საკვები, ომის შემდეგ კი ეს ყველაფერი ამ საკვების და "მოსახერხებელი პროდუქტების" წარმოებაში გადაიზარდა", - ამბობს ის.

ამ ახალ ტექნოლოგიებს შორისაა წარმოება მაღალი წნევის მეშვეობით, რაც მოუმზადებელ პროდუქტს საკვებად უსაფრთხოს ხდის. ეს პროცესი გამუდმებით გამოიყენება ისეთი პროდუქტების შესაქმნელად, როგორებიცაა მაგალითად "გუაკამოლე", "სალსა" და "ჰუმუსი".

"ჩეტოსის", ამერიკელთა ერთ-ერთი საყვარელი, ყველიანი კრეკერების დამზადება დეჰიდრატაციის იმ პროცესის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომლითაც ჯარში ყველის გამოშრობას ცდილობდნენ. ამის შედეგად ყველის შენახვა უფრო დიდხანს ხდებოდა შესაძლებელი და ტრანსპორტირებისთვისაც უფრო მარტივი იყო. როგორც სამხედრო, ისე აერონავტიკის სფეროს სპეციალისტები მუშაობდნენ იმაზეც, რომ ნოყიერი საკვები პროდუქტები კომპაქტურთან ერთად, უსაფრთხო და ბაქტერიებისგან დაცული ყოფილიყო. ამასთან არ ყოფილიყო ზედმეტად გამომშრალი და გემოც შენარჩუნებულიყო.

სწორედ სამხედრო სფეროში დაიწყეს შოკოლადის შიგთავსიანი ტკბილეულის დამზადებაც, რომელიც ევროპაში აღმოაჩინეს და რომელსაც სამხედრო მოსამსახურეები ჯიბით ისე ატარებდნენ, რომ შოკოლადი დადნობისგან დაცული იყო. სწორედ ასე დაიბადა "M&M's" - "ემ-ენდ-ემსი".

M&M's
M&M's

ჯარის კონტრაქტორი კომპანიები დღესაც აგრძელებენ იმის კვლევას, თუ როგორ გააუმჯობესონ შოკოლადის შენახვის პირობები და ისეთი პროდუქტი შექმნან, რომელიც ყველაზე რთულ პირობებშიც არ დადნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG