ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვლევა: როგორ ახასიათებენ ამერიკელები საკუთარ თავს?


ახალგაზრდა ამერიკელები
ახალგაზრდა ამერიკელები

პიუს კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ამერიკელები ერთმანეთს პატრიოტ, გულწრფელ, ეგოისტ და ზარმაც ადამიანად ახასიათებენ. გამოკითხულთა 79 პროცენტი ამბობს, რომ ტერმინი "პატრიოტი" საკმაოდ კარგად ახასიათებს ჩვეულებრივ ამერიკელს. გამოკითხულთა 69 პროცენტი (უმრავლესობა) აღნიშნავს, რომ ტიპიური ამერიკელი ძირითადად გულწრფელი, და განათლებულია.

თუმცა ამერიკელები აქვე თვით კრიტიკასაც ავლენენ. გამოკითხულთა ორ მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ ჩვეულებრივი ამერიკელი "ეგოისტია", გამოკითხულთა ნახევარი კი ფიქრობს, რომ ამერიკელი "ზარმაცია."

გამოკითხულთა 63 პროცენტს მიაჩნია, რომ ამერიკელი ხალხის "პოლიტიკურ სიბრძნეს" არ ენდობა. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას გამოკითხულთა 57 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ამერიკელების პოლიტიკურ ცოდნის სრული ნდობა აქვს.

გამოკითხვის სრულ შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

http://www.pewresearch.org/fact-tank/2015/12/11/patriotic-honest-and-selfish-how-americans-describe-americans/

XS
SM
MD
LG