ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატაში, პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს დღეს უყრიან კენჭს


აშშ-ის წარომადგენელტა პალატაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ კენჭისყრა დღეს გაიმართება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ, რეზოლუციის კენჭისყრამდე გასამართი დებატების წესი, პალატის საპროცედურო კომიტეტმა გუშინ დაამტკიცა. დებატებს ექვსი საათი დაეთმობა და ეს დრო, რესპუბლიკელ და დემოკრატ წარმომადგენლებზე თანაბრად გადანაწილდება. კენჭისყრა პრეზიდენტის მიმართ არსებული ბრალდებების და იმპიჩმენტის მუხლების განხილვის შემდეგ გაიმართება.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში სდებენ ბრალს.

დონალდ ტრამპი, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, შესაძლოა ისტორიაში მესამე ამერიკელი ლიდერი გახდეს, რომლის იმპიჩმენტიც მოხდება. მართალია წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტგამოცხადებული პრეზიდენტის თანმდებობიდან გადაყენების საკითხი სენატში უნდა გადაწყდეს, მაგრამ ქვეყნის 243-წლიან ისტორიაში ეს მაინც მნიშვნელოვან მოვლენად დარჩება. სენატში რესპუბლიკელები უმრავლესობას ფლობენ, შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სასამართლო, რომელიც ზედა პალატაში გაიმართება, პრეზიდენტს "გაამტყუნებს" და მის მიერ თანამდებობის დატოვებას დაუჭერს მხარს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG