ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატებმა თვალთვალის ავტორიზაციის კანონპროექტი უკან გაიწვიეს


ამერიკის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიულმა უმრავლესობამ უკან გაიწვია კანონი, რომელიც თვალთვალისა და მიყურადების ავტორიზაციის ღონისძიებებს გულისხმობდა. ამის მიზეზად დემოკრატებმა ის გამოწვევები და პრეზიდენტის სავარაუდო ვეტო დაასახელეს, რომელიც შესაძლოა პრზიდენტმა დონალდ ტრამპმა უცხოეთის დაზვერვის თვალთვალის აქტს ე.წ. FISA-ს დაადოს.

ნენსი პელოსი
ნენსი პელოსი

"ადმინისტრაცია, კონკრეტულად კი ზოგიერთი ადამიანი იუსტიციის დეპარტამენტში, კმაყოფილი იქნება ამ კანონის მიუღებლობით", - განაცხადა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ. "ამ კანონის გარეშე არ იარსებებს სამოქალაქო თავისუფლებების მნიშვნელოვანი დამცავი ღონისძიებები. ამ კანონის გარეშე ამერიკელთა პირადი ინფორმაციის დაუცველობისთვის სრული თავისუფლება იქნება. ცხადია იმიტომ, რომ პალატის რესპუბლიკელები ეროვნულ უსაფრთხოებაზე მეტად პოლიტიკას ანიჭებენ პრიორიტეტს".

ცხოეთის დაზვერვის თვალთვალის აქტს ე.წ. FISA-ს ამ თვის დასაწყისში სენატში რესპუბლიკურმა უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი. თუმცა მას შემდეგ, რაც კონგრესის დემოკრატიულმა უმრავლესობამ აქტში დამატებები შეიტანა, მას პრობლემები შეექმნა ორივე პარტიიდან. მანამდე სენატში კანონპროექტი 80-16 ხმათა უმრავლესობით მიიღეს

პალატის მიერ კანონში ცვლილებების შეტანას შედეგად იუსტიციის დეპარტამენტისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. დეპარტამენტმა აქტს მხარი აღარ დაუჭირა და პრეზიდენტის მხრიდან შესაძლო ვეტოზე დაიწყო საუბარი. დეპარტამენტი აცხადებს, რომ ცვლილებები დეპარტამენტს ართმევს შესაძლებლობას ან აფერხებს მათ ტერორისტებისა და ჯაშუშების გამოვლენის საქმეში.

ეს კანონი იმ პროცედურებს განსაზღვრავს, რომელთა მიხედვითაც ამერიკაში უცხო ქვეყნების ძალების და უცხოელი აგენტების თვალთვალსა თუ მიყურადებას ითვალისწინებს. აქტს აკრიტიკებენ სამოქალაქო უფლებათა და თავისუფლებათა სპეციალისტები და ადვოკატები, რომლებიც იმ ამერიკელთა დაცვაზე საუბრობენ, რომლებიც შესაძლოა უკანონო ჩხრეკის სამიზნეები გახდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG