ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული კომპანია ხელოვნების ნიმუშების უკანანო გადაზიდვისთვის დაჯარიმდა


შეერთებული შტატების ფედერალური პროკურორები აცხადებენ, რომ ხლოვნების ნიმუშების გადამყიდველი კომპანია “ჰობი ლობი” მზადაა დააბრუნოს ათასობით ექსპონანტი, რომლებიც კომპანიამ ახლო აღმოსავლეთიდან ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა.

პროკურორების განცხადებით, 2010 წელს კომპანიამ 1.6 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა ასობით ექსპონანტში, მათ შორის იყო უძველესი დამწერლობის მაგალითები. მოგვიანებით “ჰობი ლობიმ”, ნამშევრები შეერთებულ შტატებში არალეგალურად, კონტეინერებზე “კრამიტის” წარწეით, შემოიტანა.

პროკურორების ცნობით, კომპანია გაფრთხილებული იყო, რომ კულტურული მემკვიდრეობის ექსპონანტების შეძენა რისკის შემცველია.

ექსპონანტების დაბრუნებასთან ერთად კომპანია ჯარიმის სახით 3 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაიხდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG