ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრაცია დაშალა


ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც საკანონმდებლო საბჭოში შეიჭრნენ და რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ შენობა დაიკავეს, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პოლიციამ საბჭოს შენობა აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლა.

დემონსტრანტები შენობაში, პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ შეიჭრნენ, მათ შუშის კარი და მეტალის ფასადი ჩაამტვრიეს.

დემონსტრანტები იმ კანონს აპროტესტებნენ, რომელიც ჩინეთს ექსტრადიციის უფლებას მიანიჭებს. პროტესტი ჰონგ-კონგის დიდი ბრიტანეთის იურისდიქციიდან, 1997 წელს, ჩინეთისთვის გადაცემის დღეს დაემთხვა. ქალაქში 1 ივლისს, ყოველწლიურად პრო-დემოკრატიული გამოსვლები იმართება. ათობით ათასმა დემონსტრანტმა პარალელურად მონაწილეობა მიიღო მშვიდობიან მარშში, თუმცა მეორე ჯგუფმა მთავრობის შენობისკენ აიღო გეზი.

ექსტრადიციის კანონპროექტს ივნისის თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების პასუხად, ქალაქის ლიდერმა კერი ლამმა განაცხადა, რომ ის კანონპროექტს შეაჩერებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, საპრეტოტესტო ტალღა არ ჩამცხრალა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ლამს კანონპროექტი არ გამოუთხოვია და ამასთან არც გამოძიება დაუწყია 12 ივნისის საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ ძალადობრივი მეთოდების დაშლაზე.

ათასობით დემონსტრატმა ქალაქის მთავრობის კომლექსი ალყაში მოაქცია. აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი საკანონმდებლო ორგაშო შეჭრა სცადა. პოლიცია მათ შენობის შიგნიდან წიწაკის აეროზოლს ასხურებდა და მათგან თავს ბეტონის კონსტრუქციებით იცავდა.

აქციის მონაწილეები ქოლგებს, ნიღბებს და სხვა საშუალებებს იყენებდნენ პოლიციისგან საკუთარი ვინაობის დასაფარად და წიწაკის აეროზოლისგან თავის დასაცავად.

აქციის მონაწილეთა ნაწილს ჰონგ-კონგის მიერ ჩინეთისგან ავტონომიის დაკარგვა აშინებს, რომელიც მას 2047 წლამდე აქვს მინიჭებული. ქალაქის მოქალაქეებს "ძირითადი კანონი" იცავს, რომელიც კონსტიტუციის როლს თამაშობს და რომელსაც ვადა 2047 წელს ეწურება.

ორშაბათს, დროშის აღმართვის ცერემონიას, რომელიც 1997 ჰონგ-კონგის დიდი ბრიტანეთისგან ჩინეთისთვის გადაცემას აღნიშნავდა, იმაზე უფრო დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა ვიდრე მოსალოდნელი იყო. ცერემონიას ყოველწლიურად თან ახლდა პროტესტი, თუმცა ორშაბათის აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათ ჩინეთის დროშა ჩამოხსნეს და ის ჰონგ-კონგის დროშის შავი ვერსიით ჩაანაცვლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG