ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

8 პრო-დემოკრატი ჰონგ-კონგელი აქტივისტი საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს


8 ჰონგ-კონგელი პრო-დემოკრატი აქტივისტი, წლის დასაწყისში ჩატარებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს. საპროტესტო აქციები ჩინეთის მიერ შემოღებულ და ინიცირებულ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტს ეხებოდა, რომელიც ჰონგ-კონგში ამოქმედდა.

ჰონგ-კონგის პოლიციამ, ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ 8 მამაკაცი, რომელთა ასაკიც 24-დან 64 წლამდე მერყეობდა, დააკავეს უკანონო თავყრილობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. განცხადებაში არ იყო ნათქვამი, კონკრეტულად ვინ დააკავა პოლიციამ.

1 ივლისს, მეორე დღეს, როდესაც ჩინეთის მიერ ინიცირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონი შემოიღეს, 370-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ თავისუფლება, ამ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისთვის აღუკვეთეს. კანონის მიხედვით, ნებისმიერი პირი, რომელსაც ტეორიზმის, სეპარატიზმის, სახელმწიფოს გადატრიალების, ან საგარეო ძალებთან შეკვრის ბრალდება ექნება, ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG