ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგის პოლიციამ 300 ადამიანი დააკავა


ჰონგ-კონგის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათი პროტესტის მიზეზი ჩინეთის მიერ შეთავაზებული ეროვნული უსაფრთხოების კანონია, რომელმაც უკვე გამოიწვია საეერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება. ჰონგ-კონგის მოსახლეობა თვლის, რომ ახალი კანონი მათ თავისუფლებას ზღუდავს.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, 300 ადამიანი კი დააკავა. სამართალდამცველებმა ხალხს ალყა შემოარტყეს და მათ ასფალტზე სასხდომა აიძულეს, სანამ ჩხრეკას უტარებდნენ.

პოლიცია აქციას შლის
პოლიცია აქციას შლის

გამომსვლელები გეგმავდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე მოსმენა ჩაეშალათ, თუმცა, შენობას პოლიციის დამატებითი ძალები იცავდა. კანონპროექტის თანახმად, ჩინეთის ეროვნული ჰიმნის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება. კანონპროექტს კანონის ძალა, სავარაუდოდ, მომავალ თვეში მიეცემა.

"მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში გეშინიათ, ხმა მაინც უნდა ამოიღოთ", თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ჩინეთის მიერ შეთავაზებულმა კანონებმა, შესალოა, საშუალება მისცეს ქვეყანას, რომ ჰონგ-კონგში ჯაშუშებისთვის ბაზები შექმნას.

ამ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG