ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრაცია ჰონგ კონგში


დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი ჩინეთისგან საკუთარი ლიდერის არჩევას ითხოვენ

ჰონგ კონგში ყოველწლიურ ახალი წლის პირველი დღის დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებიც ჩინეთისგან საკუთარი ლიდერის არჩევის უფლებას ითხოვენ.

პოლიციის განცხადებით, დემონსტრაციაში მონაწილეობა ექვსი ათასმა ადამიანმა მიიღო. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით კი დემონსტრაციაზე 10 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ამ ნახევრად ავტონომიურ ქალაქში 2017 წელს პირველი არჩევნებია დანიშნული, მაგრამ ჰონგ კონგელები შიშობენ, რომ ჩინეთი ამ პირობას დაარღვევს და არჩევნებს გააუქმებს.

ყოფილი ბრიტანული კოლონია ჰონგ კონგი ჩინეთის მმართველობას 1997 წელს დაუბრუნდა.
XS
SM
MD
LG