ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლივუდი მუზეუმების სამსახურში


გახმაურებული ფილმებით მუზეუმები ყურადღებას იქცევენ და დამთვალიერებელს ნამდვილ, ისტორიული ამბებს მოუთხრობენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:45 0:00
ბმული

ოსკარის მფლობელი „არგო“ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ნამდვილ თანამშრომელზე, ტონი მენდესზე მოგვითხრობს. მან თეირანში კანადის საელჩოში დამალული 6 ამერიკელი დიპლომატის ხსნის ოპერაცია მოიფიქრა და განახორციელა. „არგო“ ვაშინგტონში შპიონაჟის საერთაშორისო მუზეუმის გამოფენის თემა გახდა, სადაც ოპერაციის რეალური ფოტოები და დოკუმენტებია გამოფენილი.

„ტონი და ჯინა მენდესები შპიონაჟის საერთაშორისო მუზემის დამფუძნებელთა შორის არიან. სწორედ მათი ექსპერტიზა და დაზვერვაზე მუშაობის პერიოდის ერთ-ერთი თავგადასავალი უდევს საფუძვლად ფილმ „არგოს“- ყვება მუზეუმის წარმომადგენელი, ჯეისონ ვერდენი.

„გამიკვირდა აქ ამის ნახვა. მიხარია, რომ ფილმი ვნახე“- ამბობს ერთ-ერთი დამთვალიერებელი.

ფილმებთან დაკავშირებულ სხვა ექსპონატებს შორისაა ცნობილი ჯეიმს ბონდის თუ, პოპულარული ტელესერიალის „ამერიკელების“ ექსპოზიცია. ჯეისონ ვერდენის თქმით, „გამოფენა მარტო კინოფილმის გმირად ქცეულ საინტერესო ადამიანებზე კი არა, ცივი ომის ისტორიაზეც მოგვითხრობს. დღეს ეს საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემაა“.

ნიუზეუმის ერთ-ერთი ექსპოზიცია 2004 წლის პოპულარულ კომედია „ტელეწამყვანს“ უკავია. ფილმი ახალი ამბების ცნობილ ტელეწამყვან მამაკაცზეა, რომელსაც მსახიობი უილ ფერელი განასახიერებს. მას მუდმივად კონფლიქტი აქვს ახალმოსულ ქალ წამყვანთან. დამთვალიერებლებს ეს ექსპოზიციაც ძალიან მოსწონთ.

„მიკვირს, რეკვიზიტებიდან რამდენი წვრილმანი შემოუნახავთ. მეღიმება. ფილმის სასაცილო ეპიზოდებს მაგონებს“- ამბობს მუზეუმის ერთ-ერთი ვიზიტორი.

ნიუზეუმის სპიკერის, ჯონათან ტომპსონის თქმით, მნახველები კარგად აღიქვამენ ახალი ამბების ბიზნესის დადებით და უარყოფით მხარეებს. მისი თქმით, „70-იან წლებში და მანამდეც ახალ ამბებში ქალები დისკრიმინირებული იყვნენ. ბოლო 30-40 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა“.

მეგი სტაგნერი, ვაშინგტონში ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ ჰოლივუდის ფილმები მუზეუმებს ეხმარება და პირიქით:
„ეს ჰოლივუდის ფილმების პოპულარიზებასაც ემსახურება. მუზეუმის დამთვალიერებლები ხშირად მართლა არაჩვეულებრივი ექსპონატის შეხედვისას, ფილმს, თუ იმ განცდებს იგონებენ, რომელიც მისი ნახვისას გამოიარეს. ზოგს არც უნახავს და ინტერესდება. სხვადასხვანირი განცდები აქვთ“.

პროფესორ სტაგნერის თქმით, ეს ჰოლივუდს და მუზეუმებს შორის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც სხვადასხვა დარგებს შორის საზღვრების დაძლევის და აუდიტორიის მიზიდვის ეფექტური საშუალებაც არის.
XS
SM
MD
LG