ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრასუა ოლანდი ერაყში საფრანგეთის შეარაღებული ძალების დანაყოფს ეწვია, რომელიც ადგილზე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის.

„ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ტერორისტული თავდასხმებისგან დაცვას,“ განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

ფრანსუა ოლანდი, ვიზიტის ფარგლებში, ერაყის პრემიერ მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის, პრეზიდენტ ფუად მასუმს და პარლამენტის სპიკერ სალიმ ალ-ჯუბურის შეხვდება. მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა ერაყის ქურთისტანის მთავრობის წარმომადგენლებთან.

საფრანგეთი ამერიკის ლიდერობით შექმნილი კოალიციის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ფრანგული შენაერთები დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ.

საფრანგეთი ერაყის ჯარს შეიარაღებისა და წვრთნების მიწოდებით დახმარებას უწევს. დაახლოებით 500 ფრანგი სამხედრო ერაყში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის და მოსულის დაბრუნების ოპერაციაში იღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG