ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქველმოქმედების სეზონი


ქველმოქმედების სეზონი

ყოველწლიურად ასობით პატარა მოდის ამ საშობაო ღონისძიებაზე, რომელსაც ბავშვთა ინსტიტუტი დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის აწყობს. ისინი აქ სანტა კლაუსსაც ხვდებიან და სახლშიც საჩუქრებით ბრუნდებიან. საქველმოქმედო ღონისძიებას სათამაშოების კომპნაია „მატელი“ და ბევრი სხვა ორგანიზაცია ეხმარება. ლოს ანჟელესში გამართული საშობაო ზეიმის მოწყობაში უამრავი მოხალისე იღებს მონაწილეობას.

„ეს ის ბავშვებია, ვისაც სახლში ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები არ ელოდება. საოცრად კეთილი საქველმოქმედო ორგანიზაციების ლიდერების და ინსტიტუტის შესანიშნავი მოხალისეების დახმარებით მათ თითო პატარა ოცნებას ვუსრულებთ“ - ამბობს მერი კოლინზი, ბავშვთა ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრი.

თერთმეტი წლის კეტრინ მარტინესმა საჩუქრად პატარა ელექტრონული პიანინო მიიღო. ის ინსტიტუტში კლასგარეშე წრეებში თითქმის ყოველდღიურად დადის. კეტრინის დედა, როზა, კი მშობლებისთვის განკუთვნილ ბავშვის სწორად აღზრდის კლასს სტუმრობს ხოლმე. როზა ამბობს, რომ ასეთი დღესასწაული ბავშვებისთვის აუცილებელია. ისინი ერთობიან, საჩუქრებს იღებენ და თანატოლებთან ერთად ხალისობენ.

„გვინდა მშობლებმა და პატარებმა დროებით მაინც დაივიწყონ ის პრობლემები, რაც მათ სახლში ელოდებათ“, ამბობს ინსტიტუტის თანამშრომელი ნინა რევორი:

„იმ უბანში, სადაც ისინი ცხოვრობენ ხშირად ხდება ძალადობა, რის გამოც ბავშვები ტრავმირებულები არიან. საკუთრივ მათ ოჯახებშიც საშინელებები ხდება ხოლმე“ - აღნიშნავს ქალბატონი რევორი.

„სქიდ როუს“ უბანში უსახლკაროებსაც უდევთ ბინა. მეზობლები მათ საკვები პროდუქტით ხშირად ეხმარებიან. მაგრამ ორგანიზაცია „ლოს ანჟელესის მისია“ მათ უფრო ორგანიზებულად ეხმარება, თავშესაფარსაც სთავაზობს და ყოველდღიურ ულუფასაც. უმუშევრები მათ ოფისში ინტერნეტით უფასოდ სარგებლობენ და სამსახურს ეძებენ. ჯეისონ ჰემინგი ადრე უსახლკარო იყო და ამბობს, რომ შობაზე უსახლკაროებს განსაკუთრებით უჭირთ.

„სენტიმენტალური ხდები. გაგონდება ოჯახი, ბავშვობა, როგორ ზრუნავდნენ შენზე, როგორ გიხაროდა ნაძვის ხესთან საჩუქრების გახსნა“ - ამბობს ის.

უსახლკაროების შემხედვარე, გეჩვენება, რომ დანარჩენი ამერიკა რომელიღაც სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. ისინი ხომ თბილ ხელთათმანზე და ცხელ სადილზე ოცნებობენ - გვეუბნება ორგანიზაცია „ლოს ანჟელესის მისიის“ დირექტორი, ჰერბ სმითი:

ეხვედრას და მათთან ყოფნას ნატრობენ, და არა მაზერატებს, ფერარის და მსგავს ფუფუნების საგნებს. უსახლკაროთა სურვილები იმდენად მარტივია, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ამას ვერც კი წარმოიდგენს. ისინი ხომ ელემენტარულ საარსებო საშუალებებზე ოცნებობენ“ - აღნიშნავს ის.

ქველმოქმედები ამბობენ, რომ შობა ადამიანებისთვის სისტემატური შემწეობის დარიგების, გაცემის, სიკეთის ქმნის აუცილებლობის კიდევ ერთი შეხსენება უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG