ამერიკის გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი დღეს განცხადებას გააკეთებს რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა შეუმცირდებათ იმ პირებს, რომლებიც სასჯელს არა-ძალადობრივი ან მცირე რაოდენობის ნარკოტიკებთან დაკავშირებით იხდიან.
დღეს დაგეგმილ გამოსვლაში ჰოლდერი ისაუბრებს იმ სავალდებულო სასჯელზე, რომელიც სასამართლოში 1980-ანი წლების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიღებული კანონმდებლობიდანაა შემორჩენილი.
ამ კანონმდებლობის თანახმად, თუ ბრალდებულს დანაშაული დაუმტკიცდა 100 გრამი ჰეროინის, 500 გრამი კოკაინის ან 100 კილოგრამი მარიხუანას უკანონოდ ფლობაში და ეს მისთვის პირველ დანაშაულია, მას ხუთ წლიანი, ხოლო ამ ნარკოტიკების უფრო მეტი რაოდენობის ქონის შემთხვევაში სავალდებულო 10 წლიანი პატიმრობა უნდა მიესაჯოს. ჰოლდერს ამ ვადების რეფორმირება სურს.
ამჟამად ფედერალურ ციხეებში 219 ათასი პატიმარი იხდის სასჯერლს, აქრდან 47 პროცენტი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვისაა გასამართლებული.