ამერიკელი მსახიობი ფილიპ სიმურ ჰოფმანის სიკვდილის გარემოებების გამოძიების პროცესში, ნიუ იორკის პოლიციამ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებსაც 350 შეკვრა ჰეროინი აღმოაჩნდათ.
პოლიციის განცხადებით, დაკავებულია სამი მამაკაცი და ერთი ქალი, რომლებიც მანჰეტენზე იმ საცხოვრებელი სახლის მახლობლად ცხოვრობდნენ, სადაც ჰოფმანის გვამი იპოვეს. დაკავება პოლიციის მიერ საცხოვრებელი სახლის რეიდის შედეგად მოხდა.
პოლიციის განცხადებით, ჰოფმანის ბინაში აღმოჩენილი ჰეროინი არ შეიცავს ფენტალინს, ნივთიერებას, რომელსაც ჰეროინში ურევენ და რომლის შედეგადაც უკანასკნელ პერიოდში პენსილვანიის შტატში 22 ადამიანი დაიღუპა.