კვების სფეროში შვეიცარიულ გიგანტს - "ნესტლეს" ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაყიდვების ყველაზე მაღალი კვარტალური მაჩვენებელი აქვს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. კორონავირუსის გამო კარანტინში მყოფი მოსახლეობის და იმ ადამიანების დიდმა ნაწილმა, რომლებიც სახლში რჩებიან, "ნესტლეს" წარმოების არაერთი პროდუქტი მოიმარაგა, იქნებოდა ეს ყავა "ნესკაფე", თუ მათივე ცხოველთა საკვები "პურინა"
ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში გაყიდვები გამორჩეულად მაღალი იყო მარტში, რამაც დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ 2020 წლის პირველი სამი თვის გაყიდვები 4.3 % -ით იმაზე მაღალია, ვიდრე გასულ წელს, ამავე პერიოდში იყო. ანალიტიკოსები კდევ უფრო მეტ, 3 %-იან ზრდაზე საუბრობენ.
ჩრდილოეთ ამერიკაში "პურინა პეტ ქეარის" - ცხოველთა პროდუქტების გაყიდვებში ზრდა ორციფრიანი მაჩვენებლით დაფიქსირდა, "ნესკაფესა" და "Coffee Mate"-ის გაყიდვებში კი "მაღალი ერთნიშნა რიცხვებით".
კომპანიის განცხადებით, გაყიდვების ზრდასთან ერთად ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში "ნესტლეს" პროდუქტის ბევრმა კატეგორიამ ბაზარზე უპირატესობა მოიპოვა.
"ნესტლეს" აღმასრულებელი დირექტორი მარკ შნეიდერი ამბობს, რომ კომპანია ცდილობს, ვირუსის გამო გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედოს და მოიმარაგოს საკმარისი მასალა და ქარხნული წარმოების შესაძლებლობები იმისთვის, რომ საკმარისი რაოდენობის პროდუქცია აწარმოოს. ამასთან არ დაირღვეს ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები.
თუმცა კომპანიის ხელმძღვანელებს პირდაპირ მაინც უჭირთ იმის თქმა, რომ გაყიდვების ზრდა მხოლოდ მარაგების გაკეთების მიზნით იყო გამოწვეული. გარდა ამისა, მომხმარებელთა მსყიდველობითი ჩვევები იცვლება. ჩინეთში კი მაგალითად, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა გაყიდვები პრე-კრიზისულ დონეს ჯერ მაინც არ დაბრუნებია.
Facebook Forum