ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი თრომბის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს


ჰილარი კლინტონი
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ცოტა ხნის წინ გადატანილი ტვინის შერყევის ფონზე, დღეს ტვინის თრომბის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.

თრომბი ექიმებმა კვირას ჩატარებული ანალიზების შემდეგ გამოავლინეს. მათი განცხადებით, თრომბის ჩამოყალიბება ცოტა ხნის წინ გადატანილ ტვინის შერყევას უკავშირდება.

კლინტონი საავადმყოფოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში დარჩება დამატებითი გამოკვლევისა და მკურნალობის კურსის ჩასატარებლად.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, გრძელდება მის მდგომარეობაზე დაკვირვება. ექიმები გამოკვლევების საფუძველზე დაადგენენ არის თუ არა საჭირო მკურნალობის ხანგრძლივი კურსი.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, კლინტონი თავს შეუძლოდ გრძნობდა მუცლის არეში ტკივილის გამო. 21 დეკემბერს კი გაუწყლოვნებლობის ნიადაგზე მას გული წაუვიდა და წაიქცა. ტვინის შერყევა მას ამის გამო დაემართა.
XS
SM
MD
LG