ამერიკის მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი პრესის თავისუფლების მნიშვნელობაზე ამბობდა, რომ თავისუფლებას ვერაფერი ისე კარგად ვერ დაიცავს, როგორც პრესის ხელშეუხებლობა. სწორედ ამ სულისკვეთებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჟურნალისტებისთვის ედვარდ მაროუს სახელობის პროგრამა შექმნა. 2006 წელს, დაარსების შემდეგ, პროგრამის საშუალებით 750მდე უცხოელი ჟურნალისტი ამერიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ამერიკული ჟურნალიზმის სტანდარტების გასაცნობად ჩამოვიდა.
პროგრამის მონაწილეები ვაშინგტონში იკრიბებიან, შემდეგ პატარა ჯგუფებად სხვადასხვა შტატებში აკადემიურ სემინარებში და ღონისძიებებში მონაწილეობენ პროფესორ მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად. ამერიკაში თვლიან რომ ჟურნალისტთა პროფესიული მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია რამეთუ თავისუფალი პრესა დემოკრატიის საფუძველია.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ თავისუფალი პრესა ძლიერი მოქალაქეების, მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და ეკონომიკური განვითარების საწინდარია. იქ სადაც დამოუკიდებელი მედია საფრთხის ქვეშ არის, ადამიანების თავისუფლებას და მთავრობის ანგარიშვალდებულებას პრობლემები ექმნება.
სამაუწყებლო ჟურნალიზმი განვითარებას ედვარდ მაროუს სახელს უმადლის. მან მოღვაწეობა რადიო გადაცემებით ლონდონიდან დაიწყო და შემდეგ ტელეპროგრამებით ამერიკაშ გააგრძელა. 1961 წელს მაროუ სათავეში ჩაუდგა ამერიკის საინფორმაციო სააგენტოს. თავის მსოფლმხედველობას იგი შემდეგნაირად გამოხატავდა: „იმისათვის, რათა დამაჯერებლები ვიყოთ, ხალხს ჩვენი უნდა სჯეროდეს და გვენდობოდენენ. ამისთვის, კი სიმართლე უნდა ვქვათ.“
ეს სულაც არ არის ადვილი ამოცანა, განსაკუთრებით მაშინ როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჟურნალისტები დიდი გამოწვევების წინაშე დგანან.
1948 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის დაარსების შემდეგ. მსოფლიოში შვიდასზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს. მსხვერპლის უმრავლესობა დანაშაულს, კორუფციას და ეროვნული უშიშროების საკითხებს იძიებდა.
როგორც წელს, პრესის თავისუფლებისადმი მიძღვნილ დღეს, ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, ამერიკას, მედიის წარმომადგენლებთან, კერძო თუ არასამთავრობო სექტორთან ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებთან მუშაობით გადაწყვეტილი აქვს გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების დაცვისვის იღვაწოს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც საკუთარი პროფესიული მისიისა და თავისუფალი აზრის გამოხატვის მიზეზით იდევნებიან.