ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში 8 წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა. შეხვედრის გამხსნელ სიტყვაში კლინტონმა ყურადღება გაამახვილა სირიაში შექმნილ მდგომარეობაზე, ასევე ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომავალ საფრთხეებზე. ორ დღიანი შეხვედრა თვის ბოლოს კემპ დევიდში დაგეგმილი დიდი რვიანის სამიტისთვის მზადების პროცესია, რომლის დროსაც შეხვედრის მონაწილეები მიზნებსა და ამოცანებს ისახავენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მინისტრებმა სირიაში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს. შეკრებილებმა ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომელშიც გაეროს ელჩის კოფი ანანი აღმოჩნდა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კოორდინირების დროს.

.

XS
SM
MD
LG